"ლელოს" ერთ -ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, კანდიდატის სტატუსზე დადებითი პასუხის მიღება საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ამისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს.
ჯაფარიძე იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება სტატუსის მისაღებად სწორ გადაწყვეტილებებს, ძალაუფლების დაკარგვის შიშით მაინც მიიღებს.
"ჩვენ ვალდებული ვართ მაქსიმალური გავაკეთოთ, რომ ეს შანსი ხელიდან არ გავუშვათ. აქედან გამომდინარე, დარჩენილ პერიოდში მანამ, სანამ ევროკავშირის წევრი ქვეყნის ლიდერები მიიღებენ გადაწყვეტილებას საქართველომ მიიღოს თუ არა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, ჩვენ ეს დრო მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ გადაწყვეტილება იყოს დადებითი. დადებითი გადაწყვეტილების მნიშვნელობა არის ძალიან დიდი და ჩვენ ყველანი კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ, მათ შორის ოპოზიცია, საზოგადოება, იმედია ხელისუფლება ძალაუფლების დაკარგვის შიშით მაინც მიხვდება, რომ ახლა უნდა გაგადგას ნაბიჯები იმისათვის, რომ ის რეკომენდაციები შესრულდეს, რომელსაც ევროკავშირი ითხოვს. ეს რეკომენდაციები ჩვენი ქვეყნის ინტერესებშია და დამოუკიდებელი სასამართლო სჭირდება ქართველ ხალხს, მაგრამ იმისათვის, რომ გახდე ევროპული ოჯახის წევრი, ამ ტიპის სასამართლო სისტემით ვერ გახდები ევროპული ოჯახის წევრი", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.