20 წლის ფეხბურთელის კორონავირუსით გარდაცვალების საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა ტარდება. საქმეში ბრალდებულია ექთანი თეა ბეგიაშვილი - ის დანაშაულს არ აღიარებს. მისი უფლებადამცველის განმარტებით, პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს სადაოდ გახდიან.
ექთანს საგამოძიებო უწყება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენებას ედავება.
დამოუკიდებელი ექსპერტიზის მონაცემებით, ვახტანგ ჩარკვიანი კლინიკაში პრეპარატების ზედოზირებით გარდაიცვალა, თუმცა საავადმყოფოს მედპერსონალი ირწმუნება, რომ პაციენტს სწორად მკურნალობდნენ.