15 ნოემბერი 2024,   03:11
ვრცლად
"საბოლოო ჯამში ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაკისრია 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხში" - მიხეილ დაუშვილი

საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არ მოხდება 12 ნაბიჯის შესრულების გარეშე, ამის მისაღწევად საპარლამენტო პარტიებმა ერთად უნდა იმუშაონ.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლების განცხადებას, პოლიტიკური პარტიები აფასებენ. ბრიუსელის რეკომენდაციების შესრულებაში გადამწყვეტი ხელისუფლების ქმედებებია, ასეთია ოპოზიციის დამოკიდებულება.

ამასთან, პარლამენტის წევრი, პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი აცხადებს, რომ ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველომ შეასრულოს ევროკავშირის მიერ დაკისრებული 12 რეკომენდაცია. 

"მე არ ვიცი მათი მოწოდება არსებითად რამეს შეცვლის თუ არა, იმიტომ, რომ მახსოვს, ასეთი მოწოდებები ბევრი იყო. მე ერთი რამ ვიცი და მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ყველას ჩვენი პასუხისმგებლობა გვაკისრია 12 რეკომენდაციის შესრულების საკითხში. ჩვენ ვიყავით სამუშაო ჯგუფებში, ვმონაწილეობთ 12პუნქტის შესრულების ნაწილში ორივე მხარეს ვმონაწილეობდით, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის მიერ შექმნილ სამუშაო პროცესში. დღეს მთავარი არის ის, რომ აქტიურად ვიმუშაოთ და ამას ვაკეთებთ ყოველდღიურ რეჟიმში," - აცხადებს მიხეილ დაუშვილი.

ევროინტეგრაციის გზაზე ნაღმების დადებაში, თავის მხრივ, ოპოზიციას ადანაშაულებს მმართველი გუნდი, თუმცა კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ ყველაფერის მიუხედავად, და მთავარი მიზნის მისაღწევად, ისინი თანამშრომლობისთვის მზად არიან.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მმართველმა დირექტორმა და სამეზობლოსა და გაფართოების შესახებ მოლაპარაკებების გენერალურმა დირექტორმა განცხადებები გუშინ პარტიებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთეს და იმედი გამოთქვეს, რომ მეტი კომპრომისი იქნება მიღწეული.

დღის ამბები