15 ნოემბერი 2024,   02:48
ვრცლად
ვანო მერაბიშვილი კვლავ საპროტესტო აქციებს აანონსებს

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი კვლავ საპროტესტო აქციებს აანონსებს. ამის შესახებ მერაბიშვილმა უკრაინულ მედიასთან გამართულ მორიგ ინტერვიუში ისაუბრა.

მერაბიშვილი "ნაციონალური მოძრაობაში" გამართულ არჩევნებზეც საუბრობს. ყოფილ თავმჯდომარე ნიკა მელიას პასიურობაში ადანაშაულებს და კმაყოფილებას ვერ მალავს ახალი თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის მუშაობით.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არის ერთადერთი სერიოზული ოპოზიცია. ეს არის სააკაშვილის პარტია, რომლის რეიტინგი ორჯერ აღემატება ყველა სხვა ოპოზიციურ პარტიას. კიდევ ერთი შიდა არჩევნები ჩაატარა ამ პარტიამ, რადგან ყოფილი ხელმძღვანელობა რბილად რომ ვთქვათ, ძალიან პასიურად მოიქცა, პრაქტიკულად არ რეაგირებდა არც უკრაინის ომზე და არც სხვა რამეზე. ეს ჩემი სუბიექტური აზრია. ძალიან ახალგაზრდა, საინტერესო ადამიანებმა ჩაატარეს შიდა არჩევნები და პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ წააგო ის. თუ ბოლო კვირებში ტელევიზორს უყურებთ, ახლა მთელი საქართველოს მასშტაბით უამრავი აქციაა და პარტია აღდგება, რადგან საქართველოში მრავალი წლის განმავლობაში მოძრაობის ლიდერები ცდილობდნენ არამარტო პროტესტი გამოეხატათ, ხანდახან ცდილობდნენ სპონტანურად შეექმნათ როგორმე, რბილად რომ ვთქვათ მიტინგები წამოეწყოთ. ახლა კი ყველაფერი შეიცვალა. იმედი მაქვს, რამდენიმე თვეში თქვენც იხილავთ რეალურ პროტესტს ქუჩაში... ორი მიზეზი ერთმანეთს დაემთხვა - მთავარი, რა თქმა უნდა, საზოგადოებაში პუტინის შიშია. მეორე კი ოპოზიციის სისუსტე, შეიძლება ითქვას არა აქტიურობა. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ოპოზიციას ახლა აქვს ის შანსი. "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნების გზით ლიდერი შეცვალა , ეს საშუალებას მისცემს ნამდვილ პატრიოტებს, ნამდვილ ოპოზიციონერებს, მოვიდნენ ხელისუფლებაში. და მეორე ის, რომ არც პუტინი არის საკმარისად ძლიერი. როგორც კი ქართველი ხალხი მიხვდება, რომ პუტინი სუსტია და რომ პუტინი დასრულდა, მერწმუნეთ, ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება, არაფერია არასტაბილური ვიდრე რეიტინგი. დამიჯერეთ 2012 წლის მაისში მე ნამდვილად ვიყავი ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსი, ხოლო ნოემბერში ყველაზე არაპოპულარული. ასე რომ, რეიტინგები არასოდეს არის სტაბილური", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.

დღის ამბები