15 ნოემბერი 2024,   03:00
ვრცლად
ვანო მერაბიშვილის განცხადება სრულიად უპასუხისმგებლო იყო - ბაჩო დოლიძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის ბაჩო დოლიძის შეფასებით, ვანო მერაბიშვილის განცხადება სრულიად უპასუხისმგებლო იყო და ეს საერთო პროცესებს ხელს შეუშლის.

დოლიძემ 9 აპრილს დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ აქციის ფორმატის ან სხვა დეტალების შესახებ ინფორმაცია არ აქვს და თვითონაც მედიიდან იღებს ინფორმაციას.

"სრულიად უპასუხისმგებლო განცხადება, სადაც საუბრობ იმაზე, რომ თურმე წინა მენეჯმენტის დროს უკრაინაში, უკრაინისა და რუსეთის ომის საკითხი საერთოდ არ ყოფილა აქტუალური და საერთოდ არ იყო მნიშვნელოვანი. ეს არის უბინძურესი ტყუილი. ახლა ხომ თვითონ არის აქტიური, რას მიკეთებს? თუ ჰქონია, რომ ასეთი აქტიურობით რაიმე ხელს შეუწყობს საერთო პროცესებს, ეჭვი მეპარება პირიქით, ხელს უშლის. აქციებთან დაკავშირებით მე ნუ მკითხავთ, მედიებიდან ვიგებ ამ ყველაფერს, არც ფორმატი ვიცი და არც სხვა დანარჩენი", - განაცხადა ბაჩო დოლიძემ.

დღის ამბები