15 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
ამ ბულინგის ავტორები იყვნენ უცხოური გავლენის აგენტები, ის ცნობილი მდიდარი "ენჯეოები", რომლებზეც ასე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე არასამთავრობოებს აკრიტიკებს. "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში "ენჯეოები" ფაშიზმში დაადანაშაულა. მისი თქმით, 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში ისინი ნეგატიურ როლს თამაშობენ.

"თქვენ ნახეთ როგორ წარიმართა სახალხო დამცველის არჩევის პროცესი. რეალურად ჩვენ გვქონდა ერთადერთი შანსი, დაგვეყენებინა ოპოზიციონერი დეპუტატი კანდიდატად. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გამორიცხული იყო კანდიდატის გაყვანა. აქაც თვითონ გამოვიდა მოქმედი სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და პირდაპირ ისაუბრა იმ ფაშისტურ ბულინგზე, რომელიც წარმოებდა სამ ქალ დეპუტატზე იმისთვის, რომ მათ მხარი არ დაეჭირათ ლევან იოსელიანის კანდიდატურისთვის.

რაც ყველაზე საინტერესოა, ამ ბულინგის ავტორები იყვნენ უცხოური გავლენის აგენტები, ის ცნობილი მდიდარი "ენჯეოები", რომლებზეც ასე ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე.

ლიბერალური ფაშიზმის ყველაზე აქტიური ავტორები საქართველოში არიან სწორედ ეს ყველაზე მდიდარი "ენჯეოები".

ეს ფაქტი თავისთავად აჩვენებს იმას, რომ იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევა არ იქნება მარტივი, მაგრამ აქაც გვაქვს გარკვეული იმედი, რომ მოვახერხებთ 90 ხმის მოგროვებას კანდიდატების გარშემო," - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ

დღის ამბები