საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი"-ს წევრის ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით, "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან დიდი პრობლემები აქვს და ვანო მერაბიშვილი თავისი განცხადებებით, ამ პრობლემებს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს.
რექვიაშვილის თქმით, მერაბიშვილი თავისი რეპუტაციით და არჩეული გზით, "ქართული ოცნების" დამარცხებას ვერ შეძლებს.
"ცნობილი ამბავია, რომ ვანო მერაბიშვილი ჩართული იყო არა მარტო ამ არჩევნებში, არამედ ზოგადად პარტიულ საქმიანობაში. რეგიონულ არჩევნებში 2020 წელს არჩევნების დროსაც. მე არ ვიცი ზუსტად რა მასშტაბით იყო, მაგრამ ჩართულობა, რომ იყო ეს ფაქტია. არ მგონია, რომ ასეთი რეპუტაციით და ასეთი გზით "ქართული ოცნება" დაამარცხო. "ნაციონალურ მოძრაობას" ძალიან დიდი პრობლემები აქვს და მე მგონი, ვანო მერაბიშვილი თავისი განცხადებებით კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ამ პრობლემებს. არ მესმის რა უნდა, აქ მიზანია გაურკვეველი," - განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.