15 ნოემბერი 2024,   02:51
ვრცლად
ოპოზიცია ყველაფერს აფუჭებდა, რაც შეიძლებოდა გაეფუჭებინათ, დადიოდნენ, ატალახებდნენ სხვადასხვა ოფისს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ - შალვა პაპუაშვილი

არის ორი საკითხი, რომელიც ოპოზიციის გარეშე რთულია, რომ გადაწყდეს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა და ე.წ. დეპოლარიზაცია - სიმართლე გითხრათ, ყოველგვარი იმედი მაქვს ამოწურული, რომ ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც რადიკალიზმითაა დაკავებული, გაიაზრებს ამ პასუხისმგებლობას და რაიმეს გააკეთებს იმისთვის, რომ ამ რეკომენდაციაში მათი წვლილი იყოს შესული, - ამის შესახებ

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არის ორი საკითხი, რომელიც ოპოზიციის გარეშე რთულია, რომ გადაწყდეს - ესენია, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა და ე.წ. დეპოლარიზაცია

მისივე თქმით, იმედი აქვს გადაწურული, რომ  ოპოზიციის ის ნაწილი, რომელიც "რადიკალიზმითაა" დაკავებული, გაიაზრებს ამ პასუხისმგებლობას იმოქმედებს, რათა ამ რეკომენდაციაში მათი წვლილი იყოს შესული.

"ზოგიერთ დეპუტატს თითი თითზე არ დაუდია იმისთვის, რომ რომელიმე რეკომენდაცია შესრულებულიყო შევახსენებ ყველას, რომ "ლელო", "ნაციონალური მოძრაობა" და "სტრატეგია აღმაშენებელი" არც ერთ ცვლილებას არ უჭერდნენ მხარს, საერთოდ სამუშაო ჯგუფებში არ მონაწილეობდნენ, კომიტეტის სხდომებში არ მონაწილეობდნენ, კენჭისყრებში არ მონაწილეობდნენ და ყველაფერი, რაც შეიძლებოდა, რომ გაეფუჭებინათ აფუჭებდნენ, დადიოდნენ, ატალახებდნენ სხვადასხვა ოფისს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი არ მიეცათ და ახლა გამოცოცხლდნენ და მიტინგს ნიშნავენ 12 პუნქტთან დაკავშირებით.

ეს გარკვეულწილად ცინიზმია. არის ორი საკითხი, რომელიც ოპოზიციის გარეშე რთულია, რომ გადაწყდეს, ერთია - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების არჩევა და ვნახოთ, იმედია ის გამოცდილება, რომელიც ჩვენ შევიძინეთ ომბუდსმენის არჩევის პროცესში აქაც პარტიებს განაწყობს კონსტრუქციული თანამშრომლობისკენ და მეორე საკითხია, ე.წ. დეპოლარიზაცია, რომელიც სინამდვილეში არ არის პრობლემა და პრობლემაა რადიკალიზაცია, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებოდით ეს დღეები,"-აცხადებს შალვა პაპუაშვილი. 

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარემ ისაუბრა ვენეციის კომისიის დასკვნაზე და აღნიშნა, რომ პარლამენტი იმსჯელებს კომისიის რეკომენდაციებზე და საბოლოო გადაწყვეტილება მსჯელობის შემდეგ იქნება მიღებული.

"გუშინ მარკერებით მონიშნულ ვენეციის კომისიის დასკვნას გავეცანი და საკვირველია რამდენად არ ესმით არსი არც დასკვნის და ზოგადად როგორ არიან ასე ნეგატიურად მოწყობილები,"-აღნიშნა პაპუაშვილმა. 

დღის ამბები