პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არასამთავრობო სექტორი საჭიროებს გადატვირთვას.
მისივე თქმით, რამდენიმე დომინანტ "არასამთავრობო ორგანიზაციას აქვს უნარი, რომ სხვა ორგანიზაცია ჩარეცხოს, გარიყოს და არ მიაკაროს ფონდებს."
"ბოლო პერიოდმა გამოაჩინა, რომ არასამთავრობო სექტორი გადატვირთვას საჭიროებს. ის კრიზისი, რომელიც ამ სექტორში არის ფარისევლობის სახით, ეს კრიზისი უნდა გადალახონ, გადატვირთონ.
რამდენიმე ე.წ. გავლენიანი ორგანიზაცია დომინირებს ამ სფეროში, რომელიც თრგუნავს სხვა ორგანიზაციებს. პატარა ორგანიზაციებს შიში და რიდი აქვთ იმის გამო, რომ იციან, ამ ორგანიზაციებს აქვთ უნარი, რომ სხვა ორგანიზაციები ჩარეცხონ, გარიყონ, არ მიაკარონ ფონდებს, ამის გამო გარკვეული შიშია სხვა ორგანიზაციებში. სამოქალაქო სექტორის შიგნით, მათ უნდა განიხილონ და გადახედონ ვითარებას.
რაც შეეხება გავლენებს, როგორც სახალხო დამცველმა განაცხადა, სამ დეპუტატზე იყო ზეწოლა. ვფიქრობ, მისი მოვალეობაა დაინტერესდეს ამ საკითხით, იმ სამ დეპუტატს ჰკითხოს, ვინ ახდენდა მათზე ზეწოლას," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.