15 ნოემბერი 2024,   03:12
ვრცლად
ისეთივე მოძალადეები არიან, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში - შალვა პაპუაშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადებაზე

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვანო მერაბიშვილის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ "ისეთივე მოძალადეები არიან, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში, ერთადერთი სხვაობა არის ის, რომ მათ არ აქვთ ძალაუფლების ბერკეტები და ამ თავის ძალადობრივ იდეებს ვერ ახორციელებენ".

პაპუაშვილმა 9 აპრილს ჩანიშნულ აქციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაფრის გაუფასურება შეუძლია.

"ისეთივე მოძალადეები არიან, როგორიც იყვნენ ხელისუფლებაში, ერთადერთი სხვაობა არის ის, რომ მათ არ აქვთ ძალაუფლების ბერკეტები და ამ თავის ძალადობრივ იდეებს ვერ ახორციელებენ. როგორც კი, ერთ გრამ ძალაუფლებას მიიღებენ იმ მომენტშივე გამოაჩენენ თავის ბრჭყალებს და ზუსტად იმ გულაგების სისტემას აღადგენენ, რომელიც მათ საქართველოში ჰქონდათ დამკვიდრებული. რაც შეეხება, ამ აქციების დაანონსებას, ეს პოლიტიკური ფარისევლობაა გულაგების შემქმნელი პარტია, რომ საუბრობს ან დემოკრატიაზე ან უფლებებზე ან 9 აპრილთან რომ ცდილობს საკუთარი თავის გაიგივებას. ისინი ამით აჩვენებენ იმას, რომ ყველაფრის გაუფასურება შეუძლიათ შორი-ახლოს საკუთარი ყოფნით. ამიტომ ამ ყველაფერზე საზოგადოების რეაქცია არის მარტივი, მათ უკვე ბევრჯერ დაანახეს "ნაციონალურ მოძრაობას", რომ რადიკალური ქმედებები არ იქნება მიღებული", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დღის ამბები