15 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
საქართველოს გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია

საქართველოს, გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა სახელმწიფო მდივანი ჯეიმს კლევერლი ეწვია.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თეიმურაზ ჯანჯალია დახვდა. 

მხარეებმა ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრებისა და ღონისძიებების შესახებ  ისაუბრეს.

აღსანიშნავია, რომ ვიზიტის დროს ჯეიმს კლევერლი შეხვდება ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს და საქართველოს მთავრობის მეთაურს, ირაკლი ღარიბაშვილს. ამასთან, ის ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე გაეცნობა არსებულ ვითარებას.

აღსანიშნავია რომ 2016 წლის შემდეგ, ეს გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის საქმეთა სახელმწიფო მდივნის პირველი ვიზიტია საქართველოში.

"მოუთმენლად ველოდები საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის, ჯეიმს კლევერლის ვიზიტს აქ, საქართველოში. ეს არის დიდი პატივი და პრივილეგია. 

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივნის აღნიშნული ვიზიტი საქართველოში, პირველია 2016 წლის შემდეგ. ჩვენ გვაქვს მოკლე, მაგრამ ძალიან დატვირთული პროგრამა. მადლობას ვუხდი თითოეულ იმ ადამიანს ქართული მხრიდან, ვინც ჩართული იყო ამ ვიზიტის განხორციელების პროცესში,"- განაცხადა ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა. 

დღის ამბები