"ნაცმოძრაობის" ყოფილი წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს, რომ "ოცნება" "ენმ-ზე" აპელირებით ახერხებს რთული სიტუაციიდან გამოძრომას, ამის შესახებ მან ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა.
"ჩვენს სტერეოტიპებზე აპელირებით, "ოცნება" ახერხებდა ყველა სიტუაციაში გამომძვრალიყო. შადრევანში დაიღუპა ბავშვი, იქაც კი გამოძრვნენ პასუხისმგებლობიდან, რის ხარჯზე გამოძვრნენ - „აბა ნაცები გინდათ?“ ამის ხარჯზე გამოძვრნენ," - თქვა ჭიაბერაშვილმა.
მისი თქმით, გასულ კვირას, პარლამენტთან განვითარებულ მოვლენებამდე, პოლიტიკური პროცესი "ჩაკეტილი იყო ძველ თაობებში", თუმცა, მისივე განცხადებით, ახალი თაობისთვის აღარაფერს ნიშნავს ომის საფრთხე და „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დაბრუნების შიში.
„გაიზარდა თაობა, რომლისთვისაც „აბა ომი გინდათ?“, „აბა ნაცები გინდათ?“ - აღარაფერს ნიშნავს, ცარიელია ეს ფრაზები მათთვის და ძალა დაკარგა მათმა [ქართული ოცნების] პროპაგანდამ.“ - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
ის, ასევე, მიიჩნევს, რომ საქართველოში "მორალური სიცხადის დრო დადგა".