26 აგვისტო 2026,   08:11
ვრცლად
დიდ დიღომში პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები დაასრულა - 12 წლის მოზარდის ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული

დიდ დიღომში, სადაც 12 წლის გარდაცვლილი გოგონა იპოვეს, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია. არასრულწლოვნის ცხედარს კვლავ ექსპერტიზა უტარდება.

"კურიერის" ინფორმაციით ბავშვს სხეულზე, ყელის არეში დაზიანებები აღენიშნება. ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს გარდაცვალების ზუსტი მიზეზი.

მანამდე კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში.

"კურიერთან" ვერსიებზე ისაუბრა არასრულწლოვნის ბაბუამ. მისი ინფორმაციით, ბავშვს საღამოს 9 საათის შემდეგ ეძებდნენ. მისივე თქმით, დაკარგულია გოგონას მობილური ტელეფონი.

ავტორი:ანუკა ბუავა.

დღის ამბები