15 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
დეოლიგარქიზაციისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტები - პარტიები საკუთარ მოლოდინებზე საუბრობენ

დეოლიგარქიზაციისა და საერთო სასამართლოების შესახებ კანონპროექტებზე პარლამენტი ეუთო/ოდირის დასკვნებს მომდევნო კვირაში მიიღებს. პარტიები საკუთარ მოლოდინებზე საუბრობენ.

პოლიტიკური ჯგუფები დაახლოებით იგივე შინაარსის რეკომენდაციებს და შენიშვნებს ელოდებიან, რაც ვენეციის კომისიამ გამოგზავნა. თუმცა ამ შენიშვნებზე შეფასებები მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში რადიკალურად განსხვავებულია.

"ლელოში" ამბობენ, რომ ამ ეტაპისთვის არ არის შემუშავებული ის პროექტები, რომელიც შეასრულებდა 12 პუნქტის მოთხოვნებს. მათმა პარტიამ წარმოადგინა სასამართლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც "ლელოს" წარმომადგენლების თქმით, პუნქტობრივად პასუხობს იმ საკითხებს, რაზეც მითითებულია ვენეციის კომისიის დასკვნაში. 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ ახლა იმ ადამიანებს უნდა დააკვირდნენ, ვინც სამუშაო ჯგუფში არ ყოფილან ჩართულები. 

"დიდი ხანია ხელი მაქვს ჩაქნეული ჩემს კოლეგებზე, რომ ისინი  პოლიტიკურ პროცესებს ნორმალურად დაძრავენ, ამიტომ ქართველი ხალხის ნაბიჯებს ველოდები, როდის დასვამენ ე.წ. ლაფატკაზე ჩემს კოლეგებს და გააბრძანებენ ამ შენობიდან რომ სხვა ახალი ე.წ. ზამენა შემოვიდეს,"- აცხადებს იაგო ხვიჩია. 

 

დღის ამბები