15 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
ოპოზიციას არ აქვს ინტერესი, რომ შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმა, ისინი ყოველთვის უშლიდნენ საქართველოს ხელს ევროინტეგრაციის გზაზე - რატი იონათამიშვილი

ოპოზიციას არ აქვს ინტერესი, რომ შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმა - ამის შესახებ  პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა განაცხადა. 

მისივე თქმით, ოპოზიციას ახლაც ის მიზანი აქვს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ხელი შეუშალოს. 

"ოპოზიციას არ აქვს ინტერესი, რომ შესრულდეს 12 პუნქტიანი გეგმა, პირიქით, ისინი ყოველ ჯერზე ცდილობდნენ რომ ფეხი დაედოთ ევროინტეგრაციის გზაზე. ისინი ყველაზე ურეიტინგო პარტიების წარმომადგენლები არიან, სადაც ამომრჩეველზე მეტი პარტიის წევრები არიან და ისინიც სულ რამდენიმე ერთეულს წარმოადგენენ, ცდილობენ რომ ისევ იგივე გააგრძელონ რასაც იგივეს აკეთებდნენ და ისინი ყოველთვის უშლიდნენ საქართველოს ხელს ევროინტეგრაციის გზაზე. ცხადია მათი რეალური მიზნები ახლაც ეს არის და არ იცვლება,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები