15 ნოემბერი 2024,   03:05
ვრცლად
ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია და პეტიციის შექმნა მიზანმიმართული კამპანიაა ქართული სპორტისადმი - დავით კაჭარავა

"ხალხის ძალის" წევრი, დავით კაჭარავა ამბობს ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია, იმაზე უფრო წარმატებული, ვიდრე აქამდე იყო. მისი თქმით, გარკვეულ ადამიანებს არ მოსწონთ, არ მოსწონთ ქართული სპორტის წარმატება, რომელიც ამ ხელისუფლების პირობებში ხდება.  

დავით კაჭარავას ასევე, კითხვა დაუსვეს რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობიდან მისი გადაყენების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე.

"გუშინ რამდენიმე ადამიანმა მომწერა, დამირეკა, რომ რაღაც პეტიცია იქმნება. ჩვენ თუ დავაკვირდებით, ფაშისტებს ვეძახი "ნაციონალურ მოძრაობის" განშტოებას, ამ ფაშისტებმა იმას მოაწერეს ხელი, რომ ბავშვებს, ახალგაზრდებს, ასობით მესიჯები, ფოტოები, ბულინგი დაუწყეს. ეს პეტიცია არის მიზანმიმართული კამპანია ქართული სპორტისადმი. ქართული სპორტი ბოლო პერიოდში ძალიან წარმატებულია, იმაზე უფრო წარმატებული, ვიდრე აქამდე იყო რაგბში, კალათბურთში, ფეხბურთში, წყალბურთში. გვახსოვს, ისინი მიადგნენ წარმატებულ სპორტსმენებს. მათ არ მოსწონთ ქართული სპორტის წარმატება, რომელიც ამ ხელისუფლების ხელში ხდება და ცდილობენ, როგორმე დააკნინონ. მე ამაზე გავიცინებ მხოლოდ", – განაცხადა დავით კაჭარავამ. 

დღის ამბები