"შენ უნდა იყო, შენი ქვეყნის და შენი ხალხის ინტერესების გამტარებელი. შენი ქვეყნის ინტერესი უნდა გაატარო. ვიღაცა შეიძლება ამაყობს იმით, რომ რომელიღაც ქვეყნის აგენტია, ამაზე საუბარი იყო, გამოდიოდნენ და პირდაპირ საუბრობდნენ ამაზე, შეიძლება საამაყო იყოსო, რომელიღაცა ქვეყნის აგენტობა. ჩემთვის ეს მიუღებელია, მე უნდა ვიყო ჩემი ქვეყნის და ჩემი ხალხის აგენტი, ჩემი ქვეყნის და ხალხის ინტერესები უნდა გავატარო," - ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კახა კალაძემ აღნიშნა, რომ უამრავი წარმატებული ადამიანია საქართველოდან, რომელიც დღეს ევროპაში მოღვაწეობს. მისი თქმით, კვარაცხელიას ქვეყნიდან წამოსულმა ადამიანმა ცალ ფეხზე არ უნდა იაროს, ამაყმა, თავაწეულმა, ღირსებით უნდა იაროს.
"ეს არის ჩვენი დამოკიდებულება, რომ გვეუბნებიან ევროპა, ჩემზე უკეთესად არ მგონია იცოდეს რა არის ევროპა, რა არის ევროპული ღირებულებები. ჩემი საუკეთესო წლები ევროპაში მაქვს გატარებული, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ქალაქში და ვიცი, რას ნიშნავს ეს ევროპული ღირებულებები. როდესაც შენ ( მაგალითისთვის მომყავს) გეუბნებიან სტატუსის მისაღებად საჭიროა 12 პუნქტიანი გეგმა, - კი ბატონო. შეიძლება არ ეთანხმებოდე, რომ სტატუსი არ მომეცი, იმიტომ, რომ ჩემი ქვეყანა მართლა იმსახურებდა სტატუსის მიღებას. საჭიროა ეს 12 პუნქტი, მოვდივარ, მოგყვები და ვაკეთებ, მაგრამ ვიღაც კონკრეტული ევროპარლამენტარები გამოდიან და ამ სტატუსს საპირწონედ კრიმინალის გათავისუფლებისთვის იყენებენ. ეს ნორმალურია? მგონია, რომ ჩვენ ევროინტეგრაცია უნდა მოვახდინოთ ამაყებმა, თავაწეულებმა, ვისაც აქვს იმის სურვილი ცალ ფეხზე იდგეს და გააგრძელოს დამოკიდებულება და მონობა, ეს მათი გადასაწყვეტია.
და რატომ არ უნდა ვიარო ევროპაში?! რა თქმა უნდა, ყველამ უნდა ვიაროთ. ჩვენ არა ცალ ფეხზე, არა მონებად, არამედ თავაწეულებმა ჩვენი ღირსებით უნდა ვიაროთ, ჩვენ ვართ ძალიან მაგარი ქვეყნიდან, რომელსაც საქართველო ჰქვია და უამრავი წარმატებული ადამიანია საქართველოდან, რომელიც დღეს ევროპაში მოღვაწეობს. კვარაცხელიას ქვეყნიდან წამოსულმა ადამიანმა ცალ ფეხზე არ უნდა იაროს, ამაყმა, თავაწეულმა, ღირსებით უნდა იაროს. ეს არის ჩემი დამოკიდებულება",- განაცხადა კახა კალაძემ