15 ნოემბერი 2024,   03:13
ვრცლად
ლევან იოსელიანს პარლამენტში "მოქალაქეების“ პარტიული სიის მესამე ნომერი, ქეთევან თურაზაშვილი ჩაანაცვლებს

ლევან იოსელიანს პარლამენტში "მოქალაქეების“ პარტიული სიის მესამე ნომერი, ქეთევან თურაზაშვილი ჩაანაცვლებს. საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომის ფორმატში იმსჯელეს.

ცნობისთვის ლევან იოსელიანი ექვსი წლის ვადით სახალხო დამცველის თანამდებობაზეა არჩეული, მისი ახალი თანამდებობა კი პარლამენტის წევრის უფლებამოსილებასთან შეუთავსებელ საქმიანობას წარმოადგენს- ამის საფუძველზე იოსელიანს შეუწყდა დეპუტატის უფლებამოსილება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა ქეთევან თურაზაშვილის უფლებამოსილების ცნობას.

დღის ამბები