გოთუას ქუჩის და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დამაკავშირებელი ახალი პანდუსის მშენებლობა დაიწყო. სამუშაოებს დედაქალაქის მერმი ადგილზე გაეცნო. კალაძის გადაწყვეტილებით კიდევ ერთი პანდუსი მოეწყობა. ამასთან გზის სავალი ნაწილის გასწვრივ, უსაფრთხოების მიზნით, ფერდის დამცავი რკინა-ბეტონის საყრდენი კედლები მოეწყობა. გათვალისწინებულია გარე განათების ახალი ქსელის მოწყობაც.
პროექტის დასრულების შემდეგ, არსებულ პანდუსზე საავტომობილო მოძრაობა ცალმხრივი გახდება. სამუშაოები, სამ თვეში დასრულდება.