მაღალი რანგის სტუმარი თბილისში კომპიუტერულ ინციდენტებზე დახმარების ჯგუფის საქმიანობის სპეციფიკას და ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის მონიტორინგის სისტემებს გაეცნო.
შეხვედრაზე, სტუმარს ბრიტანეთისა და საქართველოს კიბერუსაფრთხოების პარტნიორობის პროგრამის მეშვეობით გაწეული მხარდაჭერის გამო მადლობა გადაუხადეს.
პროგრამის ფარგლებში საქართველო ბრიტანეთისგან იღებს მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციის, ინფორმაციის გაზიარების უწყებათაშორისი ჩარჩოს შემუშავების, საჯარო-კერძო თანამშრომლობის განვითარებისა და კიბერსაფრთხეების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებებით.
"ციფრული მართვის სააგენტო წარმოადგენს ბრიტანულ-ქართული კიბერთანამშრომლობის 3 წლიანი პროგრამის ერთ-ერთ მთავარ ბენეფიციარს, რომელიც 2022 წელს დაიწყო და რომლის ფარგლებშიც საქართველო იღებს მხარდაჭერას კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის იმპლემენტაციის საჯარო კერძო პარტნიორობის და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით," - აცხადებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ერეკლე ღვინიანიძე.