როდის გაასაჩივრებს მიხეილ სააკაშვილის მხარე საქმეს სტრასბურგში - საუბარია მისი გათავისუფლების ან სასჯელის გადავადების შესახებ მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებაზე.
ყოფილი პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ სარჩელი მზად არის და ის ევროპულ სასამართლოში უახლოეს პერიოდში გაიგზავნება.
"გავასაჩივრებთ, მე ვფიქრობ, ამ კვირაში უკვე," - აღნიშნა გიული ალასანიამ.
საქმესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” წევრმა, ანა წითლიძემ.
"რაც შეეხება სტრასბურგში გასაჩივრებას, ეს არის საკითხი, რომელიც უნდა ჰკითხოთ მის ადვოკატებს იმიტომ, რომ მისი ადვოკატები არიან უფლებამოსილი და მათი კომპეტენციაა. მე რა ინფორმაციაც მაქვს, სარჩელთან დაკავშირებით მიმდინარეობდა მუშაობა, სხვა კონკრეტული კითხვები ვადებთან დაკავშირებით, თუ როდის უნდა შეიტანონ, ეს უნდა ჰკითხოთ თავად ადვოკატებს," - ამბობს ანა წითლიძე.