თავადაც იციან, რომ ეს ყველაფერი სიმულაციაა და გამარჯვების იმედი არ აქვთ, - ასე პასუხობს „ხალხის ძალის“ წევრი დავით კაჭარავა სააკაშვილის საქმის სტრასბურგის სასამართლოში არგაგზავნის შესახებ დასმულ კითხვას.
საზოგადოება პირდაპირ თვალნათლივ ხედავს ეს ყველაფერი არის სიმულაცია. თავადაც კარგად იციან, რომ სააკაშვილთან (და არა მხოლოდ მასთან) დაკავშირებით, მართლმსაჯულება სამართლიანად ხორციელდება. აქედან გამომდინარე, სტრასბურგის სასამართლოში გამარჯვების იმედი არ აქვთ. მეტიც, იციან ამ ადამიანთან დაკავშირებით მიღებული სხვა გადაწყვეტილებების შესახებ, თუმცა არც მათ აღიარებენ. სწორედ ესაა ორმაგი სტანდარტი - ერთი მხრივ, გვესაუბრებიან ევროპაზე, მეორე მხრივ კი, არ აღიარებენ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას“, - აცხადებს დავით კაჭარავა.