თბილისის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
ვითარება განსაკუთრებით ზვიად კუპრავას განცხადებების შემდეგ დაიძაბა, მან მერიის მიმართ არა ერთი ბრალდება გააჟღერა. იქამდე კი, სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა "ანა დოლიძე-ხალხისთვის" წევრის პერფორმანსს, რომელმაც "ქართული ოცნების" წევრებს "წითელი ბარათები" დაურიგა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ საპროტესტო აქციებზე ძალას გადაამეტა.