15 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
ზაალ ანჯაფარიძე: ის ფაქტი, რომ სააკაშვილმა სტრასბურგში არ წაიღო საქმე, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არის მანიპულატორი

"სტრასბურგი მოითხოვდა მტკიცებულებებს. შესაბამისად, სტრასბურგის სასამართლო დიდი ალბათობით მივიდოდა იმ დასკვნამდე, რაც სააკაშვილის მხარეს არანაირად ხელს არ აძლევს"- ამის შესახებ ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის საქმის არ გაგზავნას ეხმიანება.

ანალიტიკოსის თქმით, ამით კიდევ ერთხელ დასტურდება რომ სააკაშვილი არის მანიპულატორი და ეწევა ჩვეულებრივ სიმულაცია-აგრავაციას.

"როგორც ირკვევა, სააკაშვილის მხარეს არ მიაქვს მისი საქმე სტრასბურგის სასამართლოში, რითაც ძალიან ომახიანად იმუქრებოდნენ მთელი ეს ხანი. ბუნებრივია ჩნდება ლოგიკური კითხვა რატომ, თუკი როგორც თავად ამტკიცებდნენ "სააკაშვილს აწამებდნენ" და ა.შ. როგორც ჩანს მივიდნენ დასკვნამდე, რომ სტრასბურგის სასამართლოს დაბოლება ასე იოლად არ გამოუვიდოდათ როგორც მაგალითად ევროპარლამენტის. სტრასბურგი მოითხოვდა მტკიცებულებებს თან დამაჯერებელს, ობიექტურს და არა ისეთს, რითაც სააკაშვილის ოჯახი და მისი ადვოკატები მანიპულირებენ. შესაბამისად სტრასბურგის სასამართლო დიდი ალბათობით მივიდოდა იმ დასკვნამდე, რაც სააკაშვილის მხარეს არანაირად ხელს არ აძლევს თუმცა, მთავარი აქ ის არის, რომ ამით კიდევ ერთხელ დასტურდება რომ სააკაშვილი არის მანიპულატორი და ეწევა ჩვეულებრივ სიმულაცია-აგრავაციას და ე.წ. კონტროლირებად თვითდაზიანებას," - წერს ზაალ ანჯაფარიძე.

დღის ამბები