19 აპრილი 2024,   14:03
ვრცლად
ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, როგორ სცემენ ქუთაისში დაცვის თანაშრომელს - დაკავებულია 1 პირი

ქუთაისში მაღაზიათა ქსელ "ფემილის" დაცვის თანამშრომელს სცემეს. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი მას ჯერ სიტყვიერად შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდა.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

თვითმხილველების თქმით, უცნობი პირები მას შემდეგ გაღიზიანდნენ, რაც ადგილზე  დაცვის თანამშრომელი შენიშნეს. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია.

ვრცელდება შემთხვევის ამსახველი ვიდეოკადრებიც. 

"კურიერის" ინფორმაციით, გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, დაკავებულია ერთი პირი.

დღის ამბები