15 ნოემბერი 2024,   03:02
ვრცლად
ვისაც ჰგონიათ, რომ შეუძლიათ დღისით დანაშაულები ჩაიდინონ და ღამე შვიდად დაიძინონ, უნდა გადახედონ ისტორიას - კარიმ ხანი

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მთავარი პროკურორი, კარიმ ხანი რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერის გაცემაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. 

"მათ ვისაც ჰგონიათ, რომ შეუძლიათ დღისით დანაშაულები ჩაიდინონ და ღამე მშვიდად დაიძინონ, უნდა გადახედონ ისტორიას. ბავშვებს არ უნდა ექცეოდნენ როგორც ომის ნადავლს.

ბუჩაში ძალიან მკაფიოდ ვთქვი, რომ სამწუხაროდ და ობიექტურად უკრაინა იყო დანაშაულის ადგილი და ანგარიშები, რომლებიც ჩვენ ვნახეთ, ამტკიცებს ჩვენს მიერ გამოტანილ დასკვნას. ჩვენი ერთობლივი პასუხისმგებლობაა დავრწმუნდეთ, რომ კანონი წინა ხაზზეა.

ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, სანამ ტყვიებს ისვრიან და ბომბები ცვივა, რადგან მე მინახავს პოლონეთის საზღვარზე, ქალები და ბავშვები როგორ კვეთდნენ საზღვარს თებერვლის ბოლოს, რომ კანონი მნიშვნელოვანია ინდივიდებისთვის, რომ ის უზენაესია. სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი არ არის არც ერთი სახელმწიფოს და არც ხელისუფლების წინააღმდეგი. პროკურორი უნდა იყოს კაცობრიობის მეგობარი და სამართლიანობის მსახური," - აცხადებს კარიმ ხანი. 

რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გაცემულია. გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ  (ICC) მიიღო. მოსამართლეების ვერდიქტით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, არის პასუხისმგებელი ასევე ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე და მათ უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში.

დღის ამბები