15 ნოემბერი 2024,   02:56
ვრცლად
რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ საქართველოს ამ ხელისუფლების ხელში არ ჰქონდეს წარმატება - მიხეილ სარჯველაძე

ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულება ფინალურ ეტაპზეა. მუშაობის პროცესს მმართველ გუნდში აფასებენ.

ამბობენ, რომ ოპონენტების ბოიკოტის ფონზე 12-პუნქტიდან დიდი ნაწილი, პრაქტიკულად მარტო, თუმცა მაინც შეასრულეს.

საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ "რადიკალური ოპოზიცია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს".

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ "ქართულმა ოცნებამ" ყველა ის პუნქტი შეასრულა, რაც გუნდის პასუხისმგებლობის ქვეშ იყო მოქცეული. 

"პირველივე დღიდან, საქართველომ "ქართულმა ოცნებამ" აქტიური მუშაობა დაიწყო. დღესდღეობით ოცნების პასუხისმგებლობის ქვეშ არსებული ყველა პუნქტი არის შესრულებული და იმის ნაცვლად, რომ ოპოზიციისგან იყოს შემოთავაზებები სხვა მიმართულებები როგორ შევასრულოთ და დავამუშაოთ ჩენ ვხედავთ რადიკალური ოპოზიციის მცდელობებს ტყუილებით როგორ ცდილობენ წარუდგინონ თავი ჩვენს ევროპელ პარტნიორებს,"- აცხადებს მათიკაშვილი.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ 12-პუნქტიან გეგმაზე მუშაობა ამ დრომდე გრძელდება.

"უკვე გვაქვს ხელშესახები პროგრესი, რჩება რამდენიმე საკითხი მხოლოდ რაზეც მუშაობას ვაგრძელებთ. არის საკითხები, რომლებზეც მხოლოდ ოცნების მუშაობა არ არის საკმარისი. ეს იყო პირველივე დღიდან ან საბოტაჟი ან დივერსია ეს ხალხი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს 12-პუნქტიანი გეგმა არ შესრულდეს. რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, რომ საქართველოს ამ ხელისუფლების ხელში არ ჰქონდეს წარმატება,"- აცხადებს სარჯველაძე. 

დღის ამბები