15 ნოემბერი 2024,   02:56
ვრცლად
ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის უმასპინძლა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრა გაერთიანებული საამიროების სახელმწიფო მინისტრთან საგარეო ვაჭრობის საკითხებშ - ილია დარჩიაშვილმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ თანი ბინ აჰმედ ალ ზეიუდის უმასპინძლა.

შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ორ ქვეყანას შორის უმაღლესი დონის ვიზიტების გაცვლის დინამიკას. აღნიშნეს ბოლო პერიოდში გააქტიურებული, პარტნიორული ურთიერთობები სავაჭრო-ეკონომიკური მიმართულებით.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას ინვესტიციებისა და ტურიზმის სფეროებში. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკების დასრულების მნიშვნელობასაც გაესვა ხაზი.

ითქვა, რომ ამ დოკუმენტის გაფორმების შემდეგ ორმხრივი ვაჭრობის დინამიკა გაიზრდება.

დღის ამბები