15 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
კრემლი ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებით აღშფოთებულია - რას ამბობს პრესსპიკერი 

ვლადიმერ პუტინის მიმართ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაკავების ორდერის გაცემას  რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი,  დიმიტრი პესკოვი ეხმაურება. მისი თქმით, რუსეთის ფედერაცია ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციას არ აღიარებს და ამ ორგანოს გადაწყვეტილებები ქვეყნისთვის სამართლებრივად ძალადაკარგულია.

"თავად საკითხის ფორმულირება აღმაშფოთებლად და მიუღებლად მიგვაჩნია. რუსეთი, ისევე როგორც რიგი სახელმწიფოები, არ აღიარებს ამ სასამართლოს იურისდიქციას და შესაბამისად მსგავსი სახის გადაწყვეტილებები რუსეთის ფედერაციისთვის სამართლებრივად ძალადაკარგულია," - ამბობს დიმიტრი პესკოვი.

რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გაცემულია. გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ  (ICC) მიიღო. მოსამართლეების ვერდიქტით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, არის პასუხისმგებელი ასევე ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე და მათ უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში. 

დღის ამბები