15 ნოემბერი 2024,   02:44
ვრცლად
ზელენსკი ჰააგის გადაწყვეტილებაზე: ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, საიდანაც იწყება ისტორიული პასუხისმგებლობა

ვლადიმერ პუტინის მიმართ ჰააგის საერთაშორისო სასამართლოს მიერ დაკავების ორდერის გაცემას უკრაინის პრეზიდენტი ისტორიულ გადაწყვეტილებას უწოდებს. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პროკურორ კარიმ ხანის გუნდს და ყველა იმ ადამიანს, ვინც უკრაინას სამართლიანობისთვის ბრძოლაში ეხმარება. 

"ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება, საიდანაც იწყება ისტორიული პასუხისმგებლობა. ტერორისტული სახელმწიფოს მეთაური და კიდევ ერთი რუსი ოფიციალური პირი ოფიციალურად გახდნენ ეჭვმიტანილები ომის დანაშაულში. უკრაინელი ბავშვების დეპორტაცია,ათასობით უკრაინელი ბავშვის უკანონო გადაყვანა ტერორისტული სახელმწიფოს ტერიტორიაზე - ეს ყველაფერი რუსეთის აშკარა სახელმწიფო პოლიტიკა და ამასთანავე ბოროტებაა. რაც სწორედ ამ სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირით იწყება. მადლობელი ვარ პროკურორ კარიმ ხანის გუნდისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსი, ყველა იმ ადამიანის, ვინც გვეხმარება სამართლიანობისთვის ბრძოლაში,“ - აცხადებს ვოლოდიმერ ზელენსკი

რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გაცემულია. გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ  (ICC) მიიღო. მოსამართლეების ვერდიქტით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, არის პასუხისმგებელი ასევე ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე და მათ უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში.

 

 

 

დღის ამბები