15 ნოემბერი 2024,   02:42
ვრცლად
უწყებათაშორისი ვიზიტი ბრიუსელში - ევროპულ ინსტიტუციებში შეხვედრები იმართება

უწყებათაშორისი ვიზიტი ბრიუსელში - ევროპის პოლიტიკურ ცენტრში, ევროპულ ინსტიტუციებში შეხვედრები იმართება. დელეგაციაში საქართველოს პარლამენტის, იუსტიციის, საგარეო საქმეთა სამინისტროებისა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლები არიან.

ხდება ინფორმაციის გაცვლა საქართველოს მიერ, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით შემუშავებული 12 პრიორიტეტის იმპლემენტაციის პროცესში არსებული პროგრესისა და მომავალში გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ.

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ბელგიაში, მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში, ვახტანგ მახარობლიშვილი.

"ამ შეხვედრის ფარგლებში დელეგაცია აწვდის ინფორმაციას, თუ სად ვდგევართ, როგორ სრულდება 12 პრიორიტეტი. გარდა ინფორმაციის მიწოდებისა, ქართული დელეგაცია ისმენს ევროპული მხარის მოსაზრებებს, თუ რა მიმართულებებით თვლის ევროკავშირი რომ მეტია გასაკეთებელი. ხედავს ევროკავშირი, რომ პროცესი წინ მიდის. ევროკავშირი ასევე ხაზს უსვამს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესისთვის ინკლუზიურობა,“ - აცხადებს

დღის ამბები