თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ბერაია, სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს შეხვდა. ამის შესახებ განცხადება საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. შეხვედრაზე რამდენიმე საკითხი განიხილეს, მათ შორის განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება.
"ბრატისლავაში შევხვდით სლოვაკეთის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივანს. განვიხილეთ რეგიონული უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება, ჩვენი ქვეყნის ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმები, ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული თანამშრომლობა და მისი შემდგომი გაღრმავების მნიშვნელობა." - ნათქვამია განცხადებაში.