15 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
არავის უხსენებია, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო - ნინო წილოსანი

ნინო წილოსანი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერის გაცემას სოციალურ ქსელში ეხმაურება. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი წერს, რომ "რადიკალური ოპოზიციას" არ უხსენებია, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო. 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ერთი ამბავი რომ ქონდა ატეხილი ოპო სპიკერებს, არავის უხსენებია, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო (მოლდოვა ამ მიმართვას არ შეუერთდა). ეს ორდერიც ამ გამოძიების შედეგია! ტრადიციულად, რადიკალური ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს“, – წერს ნინო წილოსანი.

რუსეთის პრეზიდენტის დაკავების ორდერი გაცემულია. გადაწყვეტილება ჰააგის სასამართლომ  (ICC) მიიღო. მოსამართლეების ვერდიქტით, ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის დანაშაულების ჩადენაშია ეჭვმიტანილი.

როგორც სასამართლოს განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის პრეზიდენტი, სავარაუდოდ, არის პასუხისმგებელი ასევე ბავშვების უკანონო დეპორტაციაზე და მათ უკანონო გადაყვანაზე უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის ფედერაციაში.

დღის ამბები