მსოფლიო ლიდერები ჰააგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ვლადიმერ პუტინის დაკავების თაობაზე ორდერის გაცემის შესახებ, , მიესალმებიან. 17 მარტის შემდეგ შეფასებები არ წყდება.
იაპონიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა დიდი ინტერესით გააგრძელებს გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს.
"სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პრეზიდენტის პუტინის დაკავების ორდერი გაცემის შესახებ გამოაცხადა. სასამართლოს პროკურორმა, ქარიმ ხანმა თქვა, რომ ეს არის პირველი კონკრეტული ნაბიჯი მიმდინარე გამოძიების პროცესში. ჩვენი ქვეყანა დიდი ინტერესით გააგრძელებს ამ გამოძიების მიმდინარეობის მონიტორინგს," - აღნიშნა იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდამ.
გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი აღნიშნავს, რომ ჰააგას აქვს საკმარისად ძლიერი მტკიცებულებათა ბაზა ამ საბრალდებო დასკვნის წარდგენისთვის და დიდი ბრიტანეთი ყურადღებით ადევნებს თვალს პროცესებს.
"ეს არის ძალიან პატივსაცემი დამოუკიდებელი ორგანიზაცია. ფაქტი, რომ ისინი გრძნობენ, რომ მათ აქვთ საკმარისად ძლიერი მტკიცებულებათა ბაზა ამ საბრალდებო დასკვნის წარდგენისთვის, ვფიქრობ, ბევრის მთქმელია. ცხადია, ჩვენ პატივს ვცემთ მათ გადაწყვეტილებას, ჩვენ პატივს ვცემთ მათ დამოუკიდებლობას და ძალიან ყურადღებით ვადევნებთ თვალს, თუ როგორ განვითარდება ეს ყველაფერი," - განაცხადა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიმს კლევერლმა.