15 ნოემბერი 2024,   03:10
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მიმართავს და მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებას ითხოვს

"ნაციონალური მოძრაობა" ხელისუფლებას მიმართავს და ყოფილ პრეზიდენტთან პოლონელი ექიმების დაშვებას ითხოვს. ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, უნდას გაიცეს დოკუმენტური და არა სიტყვიერი ნებართვა.

"უსწრაფესად მოხდეს ამ თანხმობის გაცემა არა სიტყვიერი, არამედ დოკუმენტით ისე, რომ პოლონელ ექიმებს შეეძლოთ ხვალვე ჩამოსვლა.

ისინი მზად არიან მაშინვე, როგორც კი კონკრეტული დოკუმენტაცია ექნებათ, ჩამოვიდნენ და შესაბამისი ღონისძიებები გაატარონ," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

დღის ამბები