23 აპრილი 2024,   17:35
ვრცლად
სოფელი აჭარაში, სადაც ბერძნები და ქართველები ერთად ცხოვრობდნენ - "კურიერი პიესის" რეპორტაჟი სოფელ დაგვიდან

საქართველოს ტურისტულ რუკაზე გამორჩეული ადგილი უჭირავს ზღვისპირა რეგიონს, გამორჩეული ადგილია აჭარის სოფელი დაგვაც. მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში სწორედ აქ ჩამოასახლეს რამდენიმე ბერძნული ოჯახი, რომლებიც ქართულ ყოფას საკმაოდ მალე მოერგნენ და ადგილობრივების ცხოვრებაზეც დიდი გავლენა იქონიეს. 1953 წელს, როდესაც გადაწყდა ამ სოფელში დიდი და მასშტაბური კულტურის სახლის მშენებლობა, თავდაპირველად დანიშნული რუსი არქიტექტორი და ინჟინერიც მალევე ბერძენი სპეციალისტებით ჩაანაცვლეს.

11-წლიანი მშენებლობის შემდეგ, დაგვის კულტურის სახლი, რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილი გახდა, სადაც უამრავი ხალხი იკრიბებოდა გარშემო სოფლებიდან. დღეს ეს შენობა სავალალო მდგომარეობაშია. "კურიერი პიესი" იმყოფებოდა დაგვაში.

 

ავტორი: გიორგი ქორქია

ფოტო: "ბათუმელები"

 

დღის ამბები