განათლების მინისტრის თანამდებობაზე მიხეილ ჩხენკელს გიორგი ამილახვარი შეცვლის- ხელისუფლების ოპონენტები სამთავრობო ცვლილებებს აფასებენ და აცხადებენ, რომ ერთი ცვლილებით ქვეყანაში არსებითად არაფერი შეიცვლება.
პარლამენტის წევრი, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრი მიხეილ დაუშვილი აცხადებს, რომ მმართველი ძალა ემორჩილება ერთი ადამიანის ნებას.
"ამ გადაადგილებებით არსი და ჯამი არ იცვლება. ჯამი რჩება ისევ ის რაც აქამდე იყო. ჯამი არის ის, რომ ეს ადამიანები ყოველგვარი დამოუკიდებელი აზრის, დამოუკიდებელი შეფასებების გარეშე, ემორჩილებიან პარტიულ ვერტიკალს და პირდაპირ ემორჩილებიან ერთი ადამიანის ნებას- ეს არის რეალობა და მოცემულობა,"-აცხადებს მიხეილ დაუშვილი.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრად გიორგი ამილახვარი, თავად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა წარადგინა.
ცნობისთვის, გიორგი ამილახვარი ამ დრომდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა, მიხეილ ჩხენკელი კი განათლებისა და მეცნიერებს მინისტრად 2019 წლის ნოემბერში დაინიშნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის პოსტი მანამდეც, 2017 წელსაც ეკავა, თუმცა მხოლოდ 8 თვის განმავლობაში.