ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რა ხდება საქართველოში, რომელიც დგას კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე, - ამის შესახებ ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონა განაცხადა.
კეტრინ კოლონას თქმით, მნიშვნელოვანია საქართველომ კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად რეკომენდაციები წლის ბოლომდე შეასრულოს. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიასთან საუბრისას ყურადღება მოლდოვასა და საქართველოში გარე ძალების მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობაზეც გაამახვილა.
"მინდა აღვნიშნო მოლდოვასა და საქართველოს შემთხვევები, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, რადგან ეს ორი ქვეყანა დესტაბილიზაციის მცდელობების წინაშე დგას, რაც ჩვენგან დიდ სიფხიზლეს მოითხოვს და შესაძლოა ვიფიქროთ მათ პასუხისმგებლობაზე ვისაც ამ ქვეყნებში დესტაბილიზაცია სურს. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩემი მხარდაჭერა ამ ქვეყნების მიმართ. მე ვუმასპინძლე საქართველოს პრეზიდენტს რამდენიმე დღის წინ პარიზში. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით რა ხდება საქართველოში, რომელიც დგას კანდიდატის სტატუსის მიღების გზაზე. მას აქვს ნაბიჯები გადასადგმელი რეკომენდაციების კუთხით და მნიშვნელოვანია რომ ეს ყველაფერი წლის ბოლომდე განახორციელოს", - განაცხადა კეტრინ კოლანამ.