10 მაისი 2024,   06:11
ვრცლად
უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ ჩინეთის ლიდერი რუსეთს პირველად სტუმრობს - რაზე ისაუბრეს პუტინმა და სი ძინპინმა მოსკოვში

სი ძინპინის თვითმფრინავი მოსკოვში ადგილობრივი დროით 12 საათისთვის დაეშვა. უკრაინაში ინტერვენციის შემდეგ ჩინეთის ლიდერი რუსეთს პირველად სტუმრობს. სტუმარს თავად მასპინძელი არ დახვდა. "ვნუკოვოს" აეროპორტში პუტინის ნაცვლად, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ჩერნიშენკო მივიდა.

3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში სი ძინპინი ვლადიმერ პუტინს ჯერ პირისპირ, დახურულ კარს მიღმა შეხვდა. რის შემდეგაც საუბარი არაოფიციალურ ვახშამზე გაგრძელდა. მედიასთან მხარეები ვრცელ განცხადებას უკვე ხვალ გააკეთებენ. როგორც ცნობილია ჩინეთის პრეზიდენტმა აგრესორ ქვეყანაში სამშვიდობო გეგმა ჩაიტანა. რომელიც არც უკრაინას და არც დასავლეთს მოსწონს. თუმცა, დღეს მხარეების მიერ გაკეთებულ მცირე განცხადებებში ამაზე საუბარი არ ყოფილა.

ვიზიტის პარალელურად დიმიტრი მედვედევი ჰააგის სასამართლოს მიერ პუტინზე გაცემული ორდერის გამო სარაკეტო იერიშით ემუქრება. განცხადება რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ ტელეგრამის საკუთარ გვერდზე გაავრცელა.

მუქარასთან ერთად საერთაშორისო სასამართლოს მსაჯულების და მთავარი პროკურორის წინააღმდეგ მოსკოვში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო. მათ კრემლის ლიდერის წინააღმდეგ უმიზეზოდ დაწყებულ გამოძიებას ედავებიან.

ევროკავშირი კი ჰააგის გადაწყვეტილებას მიესალმება. ოფიციალურ ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ გაერთიანება პუტინის წინააღდეგ დევნის დაწყებას განიხილავს, როგორც პასუხისმგებლობის პროცესის დასაწყისს იმ დანაშაულებისთვის, რომლებიც რუსეთის ლიდერებმა უკრაინაში ჩაიდინეს.

დღის ამბები