15 ნოემბერი 2024,   02:52
ვრცლად
ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ თუ სააკაშვილთან პოლონელი ექიმები უმოკლეს დროში არ შევლენ, პარტია დემონსტრაციებს სხვა უწყებებთანაც გამართავს

"ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების დაშვებას ითხოვს. პარტიის წევრები დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან შეიკრიბნენ და უწყებისგან საკითხის დიპლომატიურად მოგვარება მოითხოვეს. სააკაშვილის თანაგუნდელები ამტკიცებენ, რომ დოკუმენტების მომზადება ხელოვნურად ფერხდება

სააკაშვილის გარემოცვას დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს იუსტიციის მინისტრი.რატი ბრეგაძე ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტთან უცხოელი ექიმების დაშვებაზე უწყებაში არანაირი ოფიციალური მიმართვა არ შესულა. ექსპრეზიდენტის ოჯახს ზურაბ აზარაშვილის ინფორმაციით, არც ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიუმართავს.

უწყების ხელმძღვანელებს დღის ბოლოს მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბში გამოეხმაურნენ. გიორგი ჩალაძე ამტკიცებს , რომ ექს პრეზიდენტთან პოლონელი ექიმების დაშვების მოთხოვნით უწყებას ოფიციალურად მიმართეს, თუმცა დოკუმენტით ირკვევა, რომ განცხადება სამინისტროში დღეს გაიგზავნა.

სააკაშვილის გარემოცვის მოთხოვნა გაუგებარია, მმართველი გუნდისთვის. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ ხელისუფლებას ხელოვნური ბარიერები არავისთვის შეუქმნია, უცხოელი ექიმების შესვლის პროცესს კი სააკაშვილის ახლობლები თავად აფერხებენ.

ამ ვითარებაში, ოჯახი ისევ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს. გიული ალასანია ამბობს, რომ გუშინ სააკაშვილმა გონება დაკარგა, რის გამოც ახლა გადაადგილება უჭირს.

ექს პრეზიდენტი და კლინიკა ვივამედში მყოფი პატიმრები მოინახულა სახალხო დამცველმა. ლევან იოსელიანი ამბობს რომ , სააკაშვილთან დაკავშირებით მონიტორინგის ყველა მექანიზმი, მათ შორის სამედიცინო კონსილიუმი, შენარჩუნებული იქნება და პროცესი არ შეფერხდება.

ნაციონალურმა მოძრაობაში ამობენ, რომ თუ სააკაშვილთან პოლონელი ექიმები უმოკლეს დროში არ შევლენ, პარტია დემონსტრაციებს სხვა უწყებებთანაც გამართავს.

ავტორი: ანუკი ბუავა

 

დღის ამბები