10 მაისი 2024,   06:42
ვრცლად
საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტმა მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადებას მხარი არ დაუჭირა.

ოპოზიციამ საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოში მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების ორი შუამდგომლობა მას შემდეგ შეიტანა, რაც პრეზიდენტ მაკრონის გადაწყვეტილებით, მთავრობამ საპენსიო სისტემის საკამათო ცვლილებები პარლამენტის გვერდის ავლით მიიღო.

შეგახსენებთ, საფრანგეთის მთავრობის მიერ დამტკიცებული ცვლილებები საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას ითვალისწინებს. ამ გადაწყვეტილებამ კი ქვეყანაში საპროტესტო აქციების ტალღა გამოიწვია.

დღის ამბები