15 ნოემბერი 2024,   03:09
ვრცლად
"ქართულ ოცნებაში" კონტროლის მექანიზმები ჩაერთო, ის ადამიანები, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს, დაისჯებიან - ხათუნა სამნიძე კოვზანაძის გადაწყვეტილებაზე

ირაკლი კოვზანაძე პარლამენტს ტოვებს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ განცხადება უკვე დაწერა. 

როგორც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე აცხადებს, ჯერჯერობით გუნდში არ არის გარკვეული, თუ ვინ შეცვლის კოვზანაძეს.

"ჯერჯერობით გუნდში არავითარი საუბარი არ ყოფილა, თუ ვინ შეცვლის ბატონ ირაკლის. მე რასაც დამავალებენ იმას გავაკეთებ ჩემს ადგილზე თუ სხვაგან. რაც შეეხება ბატონ ირაკლის, უმჯობესია რომ თვითონ თქვას," - აცხადებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე.

ოპოზიციაში კი, ირაკლი კოვზანაძის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადეს, რომ ეს "ქართული ოცნების" დასჯის მექანიზმია, რადგან მათივე გნამარტებით, მმართველი პარტია განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს სჯის.

"ჩანს, რომ "ქართულ ოცნებაში" კონტროლის მექანიზმები ჩაერთო და ის ადამიანები, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს დაისჯებიან. ეს "ქართული ოცნების" დასჯის მექანიზმია," - აღნიშნავს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე. 

დღის ამბები