თუ "ქართული ოცნების" გავლით ამ ქვეყნის დასჯა ვინმეს შეიძლება უნდოდეს, ეს იქნება ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ აიტანს, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოში ვიღებთ, - ამის შესახებ ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
"ჩვენ ერთი წელია ურთულეს გზაზე, ბეწვის ხიდზე დავდივართ და რადიკალური ოპოზიცია და მისი მომხრეები ყველანაირად ცდილობენ ამ ქვეყანას ხელი კრან და სადღაც გადაჩეხონ. რაც არ უნდა რეკომენდაცია იყოს რომელიმე ლობისტის მხრიდან, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან თუ ა.შ. ეს ქვეყანა ომში არ ჩაერთვება. თუკი "ქართული ოცნების" გავლით ამ ქვეყნის დასჯა ვინმეს შეიძლება უნდოდეს, ეს იქნება ის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც ვერ აიტანს იმას, რომ საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებებს საქართველოში ვიღებთ.
რომ დავყვეთ ვიღაცების ნებას, მითითებებს, რადიკალური ოპოზიციის მითითებებს, ზუსტად ორ-სამ კვირაში, სამწუხაროდ, მიწევს ამის თქმა, რუსული ტანკები შეიძლება მართლა იდგნენ თბილისში. მერე მიხვდებიან ვინ არის ნამდვილი რუსული ხელისუფლება", - განაცხადა მდინარაძემ.