15 ნოემბერი 2024,   02:50
ვრცლად
"ის ძალიან დაინტერესდა გაწეული სამუშაოს დეტალებით და სამომავლო გეგმებით" - ილია დარჩიაშვილი ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა

შეხვედრები ევროკომისიაში - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი შეხვედრები უკვე გამართა ევროკომისრებთან ოლივერ ვარჰეისთან და ილვა იოჰანსონთან.

ეს მიმდინარე წელს ილია დარჩიაშვილის პირველი სამუშაო ვიზიტია ევროკავშირის პოლიტიკურ დედაქალაქში, რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, რომელიც კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. მთავარი თემები 12 რეკომენდაციის შესრულება იყო.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, შეხვედრის დროს საუბრის ძირითადი თემა გაწეული სამუშაოების შესახებ იყო. 

"ჩვენ სრულად გავუზიარეთ კომისარს ინფორმაცია გაწეული სამუშაოს შესახებ. მისგან, რა თქმა უნდა, ტრადიციულად მივიღეთ ძალიან მხარდამჭერი გზავნილები და მინდა, ცალსახად აღვნიშნო, რომ ის ძალიან დაინტერესდა გაწეული სამუშაოს დეტალებით და სამომავლო გეგმებით. 

გადავეცი კომისარს ჩვენი მზაობა, რომ საქართველოს პარლამენტი, მმართველი გუნდი ეცდება, ფართო ჩართულობით, ამ პროცესის ყველა მონაწილის ჩართულობით ეს დისკუსია გაგრძელდეს და საქართველომ რაც შეიძლება მალე, უახლოეს თვეებში დაასრულოს რეკომენდაციებზე მუშაობა," - ამბობს ილია დარჩიაშვილი. 

 

 

დღის ამბები