საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბრიუსელში შეხვედრებს მართავს. ილია დარჩიაშვილის თქმით, დასავლელი პარტნიორების შეფასებები და განცხადებები საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
"ჩვენთვის მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ყველა პოლიტიკოსის, ყველა დეპუტატის ხედვა და მოსაზრება, და ჩვენ შეძლებისდაგვარად, ვითვალისწინებთ ჩვენს ყოველდღიურ საქმიანობაში მათ მოსაზრებებს. არის რა თქმა უნდა მოსაზრებები, რომლებიც საფუძველს მოკლებულია. გადაწყვეტილება, რომელიც ეხებოდა კანონპროექტს, რომელიც ვიცით, რომ სულ ცოტა ხნის წინ მოხდა მისი დღის წესრიგიდან მოხსნა, ესეც ვფიქრობ, რომ საქართველოს ხელისუფლების, მმართველი გუნდის მხრიდან გადადგმული ნაბიჯია, როდესაც საკითხი ეხება დეპოლარიზაციას, ამ მხრივ ეს არის პასუხი, რომ საქართველოს ხელისუფლება ყოველთვის ყურადღებით უსმენს პარტნიორების მოსაზრებებს," - ამბობს ილია დარჩიაშვილი.