10 მაისი 2024,   03:47
ვრცლად
ჩინეთის პრეზიდენტი ლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისთვის კრემლში იმყოფება

ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებისთვის კრემლში იმყოფება. ოფიციალური შეხვედრის ცერემონიის შემდეგ, მოლაპარაკებები ვიწრო ფორმატში იმართება.

შეხვედრას ესწრებიან რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

მოგვიანებით, რუსეთ-ჩინეთის მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაიმართება. გარდა ამისა, იგეგმება ერთობლივი დოკუმენტების გაფორმება და პრესკონფერენცია. სი ძინპინი, პუტინის მიწვევით, სამ დღიანი ვიზიტით მოსკოვში იმყოფება. ის რუსეთს, მისი პრეზიდენტად მესამე ვადით არჩევის და უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ პირველად ეწვია.

დღის ამბები