სიტყვიერი დაპირისპირება სხდომათა დარბაზში მაშინ დაიწყო, როცა დეპუტატებისთვის მიკროფონი პოლიტიკური განცხადებებისთვის ჩაირთო.
7-9 მარტის მოვლენების შემდეგ კანონმდებლები სესიაზე პირველად შეიკრიბნენ და დაპირისპირების მთავარი თემაც სწორედ უმრავლესობის მიერ ინფიცირებული კანონპროექტი იყო.
ვითარება რამდენჯერმე და იმდენად დაიძაბა, რომ მანდატურების ჩართვა გახდა საჭირო. პოლიტიკური წარსული და აწმყო უმრავესლობისა და ოპოზიციის დეპუტატებმა ერთმანეთს სხდომათა დარბაზში დღეს არაერთხელ გაუხსენეს. დაანონსებული ბოიკოტის მიუხედავად, სესიას ესწრებოდა ხატია დეკნოიძე.
მალევე მასსა და „ქართული ოცნების“ უმრავლესობის წევრებს შორის სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
სხდომათა დარბაზში მორიგი ხმაური ხათუნა სამნიძესა და ხალხის ძალის წარმადგენლებს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას მოჰყვა. დეპუტატები ერთმანეთს ქვეყნის ღალატში ადანაშაულებდნენ.
კიდევ ერთი დაპირპირების მიზეზი უმრავლესობის წევრების მხრიდან აქციის მონაწილე ახალგაზრდების მისამართით გაკეთებული განცხადებები გახდა.
ხელისუფლების ოპონენტები ამბობდნენ, რომ დაუშვებელია თავდასხმა სტუდენტებზე, რასაც საპასუხო რეაქცია მოჰყვა უმრავლესობის მხრიდან. პოლიტიკური განცხადებების შემდეგ დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვა დაიწყეს.