ადამიანს, რადგან ჩემი დის მეუღლეა, სულ ზარქუას სიძე ეძახეს, რათა საზოგადოებაში გაეჩინათ განცდა, რომ თურმე ზარქუა ლობირებს რაღაც თემებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანი თავისი შრომით, ჯაფით, კაპიტალით, სამშენებლო თემებშია და რადგან ზარქუას სიძეა, თურმე უნდა გახდეს ბულინგის მსხვერპლი.
"მინდა გამოვეხმაურო „ტვ პირველის“ და მელაძის იმ უმსგავსო ქმედებას ჩემი ოჯახის წევრების მიმართ, რასაც წინა კვირას ჰქონდა ადგილი - ჩემი დის ოჯახს მიუვარდნენ ჯერ ლიფტში, მანქანაში ჩაუხტნენ, შემდეგ სახლში მიუვარდნენ და ადამიანს, რადგან ჩემი დის მეუღლეა, სულ ზარქუას სიძე ეძახეს, რათა საზოგადოებაში გაეჩინათ განცდა, რომ თურმე ზარქუა ლობირებს რაღაც თემებს. ალექსანდრე ამისულაშვილი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ღირსეულად ატარა ეროვნული ნაკრების მაისური, ეროვნული დროშა, ყველა იცნობს, ვინ რას წარმოადგენს. ეტყობა ძველი რეჟიმის დროიდან ჰგონიათ, რომ ეს ასე ხდება. ადამიანი თავისი შრომით, ჯაფით, კაპიტალით, სამშენებლო თემებშია და რადგან ზარქუას სიძეა, თურმე უნდა გახდეს ბულინგის მსხვერპლი. ეს არის თქვენი სტანდარტი. გეგონათ, თავის მართლების რეჟიმში გადავიდოდი. არა ბატონებო, პირიქით, მე მოვუწოდებ ყველა ჩემს ახლობელს, მეგობარს, უბნელს, ჩემს თბილისელებს, ჩემს წალენჯიხელებს, ვისაც გაქვთ კაპიტალი, გამოცდილება, შესაძლებლობა, რომ ღია, გამჭვირვალე, ტენდერებში მიიღოთ მონაწილეობა თამამად გააკეთეთ ეს, იმიტომ, რომ მეტი სკოლა და ბაღი უნდა აშენდეს, მეტი სპორტკომპლექსი, ღირსეულად და ხარისხიანად.
რაც შეეხება ბატონ მელაძეს და მის ამ ქმედებებს, ამას მიჩვეული ვართ, დაწყებული მისი ყალბი ინტონაციებით და მანჭვა-გრეხით პროლოგში, ეს უკვე სასაცილოა. მესმის, ეს არ არის მათი ბრალი, იმიტომ, რომ სხვანაირად რომ ყოფილიყო ისე კი არ იტყოდნენ სიუჟეტში - სავარაუდოდ ზარქუა, შესაძლებელია ზარქუა, როგორც ამბობენ ზარქუა - მტკიცებით ფორმაში იტყოდნენ, მაგრამ მტკიცებით ფორმაში ვერ ამბობს, რადგან ზუსტად იცის, რომ სავარაუდოდ სასამართლო გადაწყვეტილებით მოუწევს მრავალათასიანი ხელფასის წაგება, რომელსაც იღებს. მე ერთი თეთრი არ მინდა, მე მინდა მის თანამშრომლებს, უფასოდ რომ ამუშავებენ - მძღოლებს, ჟურნალისტებს, ოპერატორებს გადაუხადონ, მათგან ვიცი ეს ინფორმაცია. 25 000 ლარი ხელფასი რომ აქვს ბატონ მელაძეს, როგორც ამბობენ, ამის დათმობა მოუწევთ, ამიტომ ვერ ამბობენ მტკიცებით ფორმაში“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.