15 ნოემბერი 2024,   03:08
ვრცლად
ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის პრობლემა, რომ პაციენტი  სრულ უნდობლობას უცხადებს სამედიცინო პერსონალს- ზურაბ ჩხაიძე ექსპრეზიდენტზე 

მიხეილ სააკაშვილი ექიმებს არ ემორჩილება-ამის შესახებ აცხადებენ "ვივამედში". კლინიკური დირექტორის ზურაბ ჩხაიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი კიდევ უფრო ნაკლები კალორაჟის საკვებს იღებს.

მედიკოსების ეს განცხადება, პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა. "ქართულ ოცნებაში" ეჭვობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს პოლონელ ექიმებს დასუსტებული დახვდეს. 

"ჩვენ ძალიან გვაწუხებს ის პრობლემა, რომ პაციენტი  სრულ უნდობლობას უცხადებს სამედიცინო პერსონალს. შესაბამისად მუდმივად უნდობლობას უცხადებს იმ სამკურნალო სქემას, რაც შეთავაზებულია ჩვენი ექიმ- სპეციალისტების მიერ. ძალიან მცირე კალორაჟიან საკვებს იღებს და არანაირად არ ითვალისწინებს ექიმი- ენდოკრინოლოგის რეკომენდაციას,"-აცხადებს სამედიცინო ცენტრ ”ვივამედის” კლინიკური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე.

მედიკოსების ეს განცხადება, პოლიტიკური შეფასებების საგანი გახდა. "ქართულ ოცნებაში" ეჭვობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს პოლონელ ექიმებს დასუსტებული დახვდეს. 

ავტორი:ანუკა ბუავა. 

დღის ამბები