როდესაც თვეების მანძილზე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უარესობისკენ მიმართული, ბუნებრივია გვსურს, საერთაშორისო კომპეტენციის და ავტორიტეტის მქონე სამედიცინო ჯგუფი იყოს ჩართული მისი მკურნალობის პროცესში- ასე შეაფასა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა "ვივამედის"კლინიკური დირექტორის განცხადება, სადაც ექიმი აცხადებს, რომ ექსპრეზიდენტი უნდობლობას უცხადებს მკურნალობის პროცესს.
მისივე თქმით, საზოგადოების დიდმა ნაწილმა და საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იციან, თუ როგორი არის საქართველოს მე-3 პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა
"როდესაც თვეების მანძილზე ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის უარესობისკენ მიმართული, ბუნებრივია, როდესაც გვსურს საერთაშორისო კომპეტენციის და ავტორიტეტის მქონე სამედიცინო ჯგუფი იყოს ჩართული მისი მკურნალობის პროცესში, ეს არის გასაგები პროპაგანდისტული ხრიკები.
თუმცა, როგორც კრიტიკულმა უმრავლესობამ საქართველოში ისე საერთაშორისო აქტორებმა, რომლებიც არიან საერთაშორისო პარტნიორები იციან რა არის სიმართლე,"-აცხადებს ირაკლი ფავლენიშვილი.
ავტორი: ანუკა ბუავა.